19, მარტი 2019 17:11:00
სარფის საბაჟოზე შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერებისას, გაზის ავზში, სპეციალირად მოწყობილ სამალავში, 1ათს 139 ცალი მაჯის საათი აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 17 ათას 199 ლარი შეადგინა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.