15, მარტი 2017 17:37:00
შინაგან საქმეთა მინისტრი ბათუმში რჩება. გიორგი მღებრიშვილი დღეს აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარ სამმართველოში მივიდა. შს მინისტრმა სამმართველოს ხელმძღვანელებისგან არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და მათ დავალებები მისცა. ასევე გიორგი მღებრიშვილი პატრულ-ინსპექტორებს შეხვდა, გაესაუბრა და სამუშაო პირობებს ადგილზე გაეცნო. მასალას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.