20, მარტი 2019 17:10:00
სოციალური მუშაკები აცხადებენ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მედიაციის პროცესისთვის ხელის შეშლას ცდილობს. უწყება ამ პროცესის გვერდის ავლით კი რაიონული სერვისცენტრების სოციალურ მუშაკებს ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას ავალდებულებენ. თუმცა მათთვის უცნობია შეხვედრის მოტივი. ჯანდაცვის სამინისტროში არ ადასტურებენ, რომ მინისტრი ხვდება სოციალურ მუშაკებს რეგიონებიდან. ცნობისთვის, სოციალურმა მუშაკებმა მძიმე სამუშაო პირობების გამო, რომელიც საფრთხეს უქმნის დასაქმებულებისა და ბენეფიციარების სიცოცხლეს შრომითი დავა 8 თებერვალს წამოიწყეს. მათი მოთხოვნაა გაიზარდოს ყველა სერვის-ცენტრში სოციალური მუშაკების რაოდენობა. გაიზარდოს სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული ფსიქოლოგების რაოდენობა და თითოეულ მომსახურების ცენტრს და რაიონულ განყოფილებას ჰყავდეს საკუთარი ფსიქოლოგი.