21, მარტი 2019 17:17:00
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით, 2011 წლის 21 მარტიდან დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნება. საქართველო კამპანიას უკვე მერვედ უერთდება და საზოგადოებას მოუწოდებს, შეიტანონ წვლილი დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისა და მოზარდების განვითარებაში, ასევე, მათ საზოგადოებრივ ინტეგრაციაში. წელს, კამპანიის მთავარ გზავნილს „არავინ დატოვო მიღმა“ წარმოადგენს.