21, მარტი 2019 17:12:00
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში, მედიაციის პროცესის ფარგლებში, სოციალურ მუშაკებთან შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა, მედიატორის თანდასწრებით ყველა ის პრობლემური საკითხი განიხილეს, რომელიც მუშაკების სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ეხებოდა. სამინისტროში აცხადებენ, რომ ნაწილი საკითხებისა უკვე მოგვარებულია, ნაწილთან დაკავშირებით კი კონკრეტული გეგმები არსებობს.