21, მარტი 2019 17:11:00
მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნები 2019 წლის 19 მაისს გაიმართება. ამის შესახებ გადაწყვეტილება ცესკო-ს დღევანდელ სხდომაზე ხმათა უმრავლესობით მიიღეს. შუალედური არჩევნების დანიშვნის მიზეზი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა გახდა, რომელიც მეცხრე მოწვევის პარლამენტში მთაწმინდის ოლქის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი იყო.