21, მარტი 2019 20:49:00
გაუსაძლისი სუნი, მწერები და დაჭაობებული სარდაფები . პრობლემა, რომელსაც მოქალაქეები საკუთარი ძალებით ვეღარ უმკლავდებიან. ფიროსმანისა და ლერმონტოვის ქუჩაზე მცხოვრებლები მერიას სამუშაოების უხარისხოდ შესრულებაში ადანაშაულებენ .უწყებამ ძველი საკანალიზაციო მილები ახლით რამდენჯერმე ჩაანაცვლა, თუმცა საკითი ვერ გადაუიჭრა.
ბათუმში, ფიქროსმანის ქუჩის ცხრა ნომერში მდებარე კორპუსში, მცხოვრები ზურაბ ჯაფარიძე, ირწმუნება, რომ ძველი მილები ახლით რამდენიმეჯერ ჩაანაცვლეს, თუმცა უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო, სარდაფი დაჭაობდა. პრობლემას მოუწესრიგებელი საკანალიზაციო სისტემაც ემატება. შედეგად, საცხოველებში გაუსაძლისი სუნი და მწერებია.
როგორც ირკვევა, ფიროსმანის ქუჩის 9 ნომერში მცხოვრებლების სახელით, ამხანაგობის თავჯდომარემ წერილობით ბათუმის მერიას რამდენჯერმე მიმართა. თავჯდომარე სატელევიზიო კომენტარზე არ დაგვთანხმდა, თუმცა პირად საუბარში განმარტა, რომ სარდაფში არსებული ვითარება თვითმართველობის წარმომადგენლებმა უკვე შეისაწავლეს, პრობლემის მოგვარებას კი მეოთხე თვეა ელოდება.
ბათუმში, ანალოგიური მდგომარეობაა კიდევ ერთ კორპუსში. ყველაზე ავარიული საკანალიზაციო სისტემა ლერმონტოვის ქუჩაზე ამ ხუთსართულიან სახლებშია. აქ ფეკალიები პირდაპირ სარდაფებში ჩაედინება. ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ ანტისანიტარიას გაუსაძლისი სუნი, მწერებისა და მღრღნელების დიდი რაოდენობაც ემატება. მდგომარეობა განსაკუთრებით ზაფხულში მძიმდება. მოქალაქეებმა ბათუმის მერიას პრობლემის მოგვარების მიზნით რამდენჯერმე მიართეს, თუმცა მათ თხოვნას რეაგირება ამ დრომდე არ მოყოლია.
ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურში განმარტეს, რომ სარდაფებში მსგავსი ტიპის პრობლემების მოგვარება თანადაფინანსებით ხდება. ამხანაგობის თავამჯდომარემ მერიას პროექტი უნდა წარუდგინოს, რის შემდეგაც გამოცხადდება ტენდერი. უწყება მცხოვრებლებს 97% თანადაფინანსებით უშუამდგომლებს.
საცხოვრებელ კორპუსებში დაზიანებული მილების გამო, შექმნილ პრობლემას მოქალაქეები საკუთარი ძალებით უმკლავდებიან.