22, მარტი 2019 17:10:00
ჩაქვში, იმ ტერიტორიის ნაწილი, სადაც ზოოპარკი გადადის, მოსახლეობას თვითნებურად აქვს დაკავებული. ბათუმის საკრებულოს 28 თებერვლის გადაწყეტილებით, ადგილობრივების ნაკვეთის სანაცვლოდ 1 კვ.მ მერია 7 ლარს გადაუხდის. შესაბამისი დოკუმენტი მაშინ, ტექნიკური ხარვეზით აიტვირთა, შეცდომის გამოსწორების საკითხს წარმომადგენლობით ორგანოში დღეს კენჭი უყარეს. ,,ხელოვანთა ხელშეწყობის“ პროგრმაშა კი ტერმინი- საცხოვრისი, სასტუმროს ხარჯით შეიცვალა. დეპუტატების გადაწყვეტილებით, ბათუმის მერიის ,,საერთაშორისო ფესტივალებისა და სპორტული ტურნირების მხარდაჭერის“ დაფინასების წესი და ფორმა დამტკიცდა.