22, მარტი 2019 20:03:00
ბათუმის საკრებულოს სხდომას არც დღეს ჩაუვლია ხმაურისა და კამათის გარეშე. დეპუტატები ერთმანეთს ,,კუბ თაუერის“ მშენებლობის საკითხზე დაუპირისპირდნენ. ფიგურირებს თუ არა პროცესში სოფო ხალვაშის მეუღლის ოჯახი ?
მცნება ეტატიზმის განმარტება საკრებულოს სხდომათა დარბაზში ოპოზიიციის მიერ, ბათუმის მერიის ჩაკეტილობაზე საუბარს მოჰყვა. ლევან ანთაძემ წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარეს კომპეტენციაც დაუწუნა.
სხდომაზე წლების წინ დაგეგმილ ,,კუბ თაუერის“ მშენებლობის საკითხზეც იკამათეს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ კითხვაზე პასუხის გაცემა ბათუმის მერის მოადგილეს შეეუძლია. ლევან ანთაძის თქმით, მშენებლობის პროცესში სწორედ სოფო ხალვაშის მეუღლის ოჯახი იყო ჩართული. ადრესატმა კომენტარი არ გააკეთა, პირად საუბარში კი განაცხადა, რომ ბრალდებას არ იზიარებს.
სხდომაზე მმართველი გუნდის დეპუტატმა, ოპოზიციის მიმართ რჩევებიც არ დაიშურა. ნატალია ზოიძემ ასმათ დიასამიძე დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა და მას საგანმანათლებლო დაწესებულებაში დაბრუნება ურჩია.
ვიდრე დეპუტატები დღის წესრიგით გათვალისიწინებულ თემებზე მსჯელობას დაიწყებდნენ, გაკეთდა განცხადებებიც:
უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ბათუმის მერიის ,,საერთაშორისო ფესტივალებისა და სპორტული ტურნირების მხარდაჭერის“ დაფინასების წესი და ფორმა დამტკიცდა. ცვლილება შევიდა ,,ხელოვანთა ხელშეწყობის“ პროგრამაშიც.
დეპუატტებმა ბათუმის საკრებულოს რიგ გარეშე სხოდმაზე დღის წესრიგით გათვალისწნებულ ოთხ საკითხზე იმსჯელეს.