25, მარტი 2019 17:12:00
მელანო ფუტკარაძის გარდაცვალების ფაქტზე შესაძლოა მხოლოდ ერთი პირის ბრალეულობა არ გამოიკვეთოს. ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრი საუბრობს. თუმცა ზაალ მიქელაძისვე თქმით, მოკვევის დასრულებამდე ამის დადასტურებულად თქმა, ძნელია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ ფაქტის შესასწავლად, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს წერილობით უკვე მიმართა. ჯგუფი, რომელიც საკითხის შესასწავლად ჩამოვა, ფუტკარაძის კლინიკაში ყველა ვიზიტს შეისწავლის. შეისწავლება როგორც რეფერალურში, ისე მედ ცენტრში განხორციელებული ვიზიტები. სწორედ ამ მონაცემების შემდეგ, გახდება ცნობილი რა გახდა ახალგზარდა გოგოს გარდაცვალების მიზეზი. ზაალ მიქელაძის მტკიცებით, ყველა პირი, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება, პასუხს აგებს კანონის წინაშე.