25, მარტი 2019 17:09:00
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1 მარტიდან დღემდე, 10 უკანონო სახერხი საამქრო და სახერხების ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 17 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის აჭარის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 5 ფაქტი. სახერხი საამქროები დაილუქა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.