03, აპრილი 2019 17:04:00
ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის ძირითადი ეტაპი დღეს 18:00 საათზე დასრულდება.აბიტურიენტებს საგნის შეცვლა, წაშლა, დამატება ან შემოქმედებითი ტურის არჩევა 7 მაისამდე შეეძლებათ. ამ დრომდე ექნებათ ტესტის შეცვლის საშუალება საერთო სამაგისტრო გამოცდაზე დარეგისტრირებულ აპლიკანტებსაც. მსურველები რეგისტრაციას, ვებგვერდ WWW.NAEC.GE-სა და ONLINE.NAEC.GE-ზე გადიან.