16, მარტი 2017 17:02:00
ბათუმის მუსიკალური ცენტრის საოპერო დასის დებიუტანტებს ავსტრიაში მოღვაწე ქართველი ხელოვანი მასტერკლასებს ჩაუტარებს. მაია სასწრაფოშვილი სწავლებას გამართავს ცენტრის ახალგაზრდული მუსიკალური თეტრის მომღერლებისთვისაც. ორდიანი ვორქ-შოპი ქართულ-ავსტრიული თეატრის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში დაიგეგმა. ქართველი ხელოვანის ვიზიტი ბათუმში 21 მარტს დასრულდება. ავსტრიის საპატიო მოქალაქე, კინოსა და თეატრის მსახიობი, მომღერალი და ავსტრიულ-ქართული თეატრის პრეზიდენტი 21-ში ბათუმის მუსიალურ ცენტრში გამართავს საღამოს - „ასე მღერიან მსახიობები“.