04, აპრილი 2019 17:05:00
ალკოჰოლიზმის თემაზე მოსწავლეებისთვის სემინარი ჩატარდა. ღონისძიება ბათუმის 8 საჯარო სკოლაში, საქველმოქმედო ფონდ „ კარიტასის“ ორგანიზებით განხორციელდა. ალკოჰოლის მიღებისგან გამოწვეულ შედეგებზე, იტალიელი ექსპერტები საუბრობდნენ. მსგავსი ტიპის შეხვედრები ბათუმის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებისთვისაც იგეგმება. საქართველოს კარიტასის ინიციატივით 2018 წლის იანვრიდან სარეაბილიტაციო პროგრამა დაიწყო, რომელიც ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანების რეინტეგრაციას გულისხმობს.