04, აპრილი 2019 20:01:00
მალე, ბათუმში ახალი რადიო დაიწყებს მაუწყებლობას. საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ლიცენზია FM97.3-ზე-ზე გასცა. რადიოსადგური მუსიკალურ შემეცნებითი გადაცემებით იქნება დატვირთული. მომზადდება ყოველდღიური ახალი ამბები და პოლიტიკური თოქ-შოუ, რომელიც მთლიანად რეგიონს მოიცავს. მედიასაშუალების ოფისი ბათუმში იქნება. ახალი რადიო მედია ჰოლდინგი „ჰერეთის“ საკუთრება იქნება, რომელიც ბაზარზე 20 წელია, რაც ოპერირებს.