08, აპრილი 2019 17:04:00
საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა პირველი ოქროს მედალი უკვე მოიპოვა. ბათუმში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე, შოთა მიშველიძე 61 კგ წონით კატეგორიაში, საუკეთესო გახდა. მან 156 კილოგრამი დაძლია და ოქროს მედალი დაიმსახურა. დღეს, კი 67 კილოგრამ წონით კატეგორიაში გოგა ჩხეიძე იასპარეზებს. ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში 6 აპრილს დაიწყო და ერთი კვირის განმალობაში გაგრძელდება. შეჯიბრში საქართველოს სახელით 13 ძალოსანი, მათ შორის 3 ქალი იასპარეზებს. ტურნირზე ჯამში, 42 ქვეყნის 400-მდე სპორტსმენია წარმდოგენილი.