11, აპრილი 2019 17:07:00
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პირი ამხილა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, დაბალ ფასში ყიდულობდნენ ცხენისა და ვირის ხორცს, რომლის რეალიზაციას ბაზრობებზე და სხვადასხვა კვების ობიექტებში ახდენდნენ. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ხორცი ცხენის და ვირის დნმ-ს შეიცავდა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.