12, აპრილი 2019 17:11:00
აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე 5 პოლიტიკური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. მათი შეფასებით, დირექტორის გადაყენებით, შესაძლოა სარედაქციო პოლიტიკას საფრთხე დაემუქროს. ოპოზიცია უმაღლეს საბჭოსთან კონსულტაციების დაწყებას გეგმავს, რის შემდეგაც არ არის გამორიცხული სხდომაზე ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს უნდობლობის საკითხიც დაისვას.