სამშაბათი 18, ივნისი 2019

ზაზა ართმელაძის ოჯახის წევრები სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ

15, აპრილი 2019 17:14:00

სასტუმრო ,,არმაზში“ გაჩენილი ხანძრის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზაზა ართმელაძის მამა და ადვოკატი აპროტესტებენ.  ამბობენ, რომ   ხანძარი ელექტრო გაყვანილობიდან  არ გაჩენილა. ამის დასტურად კი კერძო ექსპერტიზის დასკვნა წარადგინეს.  დოკუმენტში წერია, რომ ცეცხლი სპეციალურად გააჩინეს.  ბრიფინგზე ასევე  წარადგინეს ენერგოპრო ჯორჯიას მიერ ჩატარებული მოკვლევების შედეგებიც . დოკუმენტში დადასტურებულია, რომ არმამზში ელექტროგაყვანილობა გაუმართავი არ ყოფილა. შეგახსენებთ, სასტუმროში გაჩენილ ხანძარს,  3 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. მეპატროინემ,  ზაზა ართმელაძემ სიცოცხლე თვითმკლველობით 2 წლის წინ დაასრულა.  გამოძიება მას   სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევას ედავებოდა.

ავტორი(ები)

226