სამშაბათი 18, ივნისი 2019

გარადაცვლილი პაციენტების ოჯახის წევრების პრეტენზიები

15, აპრილი 2019 20:05:00

ხუთი ოჯახი თითქმის იდენტური ისტორიით.  ამბავი რომელიც  გარდაცვლილი პაციენტების ახლობლებს აერთიანებთ.  მედიკოსების დაუდევრობა- დაღუპულთა ნათესავები ხელს ექიმებისკენ იშვერენ.  პრეტენზიები დღეს ჯანდაცვის სამინისტროში  გაახმოვანეს.   

ეს ვიდეომასალა  26 წლის ნათია ჩაგანავას ყველაზე ბედნიერ ბოლო წუთებს ასახავს. კადრები კომატოზურ მდგომარეობამდე რამდენიმე საათით ადრე გადაიღო. გარდაცვლილის მეუღლე იხსენებს, რომ  ნათიამ შვილის ხელშ აყვანა მხოლოდ ერთხელ მოახერხა. ამის მიზეზად კი ექიმების დაუდევრობას ასახელებს. ჯემალ ჩხაიძე ამბობს, რომ მედისებმა სპინარული ანესთეზიის გაკეთება 2 ჯერ უშედეგოდ სცადეს, რის გამოც აუციელებელი საკეისრო კვეთა გახდა. 

კიდევ ერთი პაციენტის გარდაცვალების მიზეზად  მედიკოსების დაუდევრობას ასახელებენ ელიზა ჩხაბაშვილის ახლობლებიც. ლია ლომთათიძის თქმით, 51 წლის ქალი მედცენტში თირკმლის შეტევით მოათავსეს. მისივე მტკიცებით, მკურნალობის ნაცვლად მხოლოდ გამაყუჩებელი გაუკეთეს და სახლში გაწერეს. ჰოსპიტალში მეორედ მიყვანის შემდეგ კი გარდაცვლილს მხოლოდ გადასხმა გაუკეთა, რის შედეგადაც იგი კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა. ელიზა ჩხაბაშვილის შვილის მტკიცებით, ამ დროს სამედიცინო დაწესებულებაში მორიგე ექიმიც არ იმყოფებოდა. 

 6 წლის ანრი ბერიძე,  2017 წლის 11 მარტს იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალში მიიყვანეს. გარდაცვლილის დედა ირწმუნება, რომ ექიმებმა მოზარდს სათანადო ყურადღება არ მიაქციეს, მოზარდის  თბილისში  გადაყვანის შემდეგ გაირკვა, რომ  მკურნალობა დაგვიანებული იყო. 

6 წის საბა კიწმარიშვილის ოჯახის წევრებიც ხელს ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალის მედიკოსებისკენ იშვერენ. ირწმუნებიან, რომ საბას დღის განმავლობაში 5 ლიტრ სისხლს უსხამდნენ, რაც გარდაცვალების მიზეზი გახდა. 

თემურ გაბაიძემ  2017 წელს კურორტ გოდერძიზე  ქალატვინის  მძიმე ტრავმა მიიღო.  მკურნალმა პაციენტს ჭრილობა გაუკერა და ისტორიაში ინტოქსიკაცია მიუთითა. მდგომარეობის გართულების  შემდეგ რეფგერალურ საავადმყოფოში გადამოიყვანეს, თუმცა არასწორი მკურნალობის გამო გარდაიცვალა. 

გარდაცვლილი პაციენტების ახლობლები საქმეეების გამოძიების მოტივით კომისიის შექმნას  ითხოვენ. პრეტენზიები დღეს ჯანდაცვის მინისტრთნ შეხვედრაზე გაახმოვანეს, სადაც მედიკოსების  კვალიფიკაცია  ევქვეშ დააყენეს  და თქვეს,  რომ ექიმების ნაწილი სამედიცინო დაწესებულებში ნაცნობობით საქმდებიან, შედეგად  კი ადამიანები იღუპებიან. 

დაღუპული პაციენტების ოჯახებს იურდიულ კონსულტაციას საია გაუწევს. 

მხარეებს შორის შეხვედრა  დახურულ კარს მიღმა  უნდა შემდგარიყო, თუმცამედიის დასწრება გარდაცვლილთა ოჯახის წევრებმა მოითხოვეს. გუშინ იგივე მოთხოვნით მათ საპროტესტო აქცია გამართეს.