15, აპრილი 2019 20:04:00
მოპედების მფლობელებმა ბათუმის ბულვარში მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. მათი მოთხოვნა უცვლელია. გაუქმდეს საკრებულოს ის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, 1 მაისიდან ზღვისპირა პარკში მოპედების, მოტოციკლებისა და კვადროციკლების გაქირავება იკრძალება. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, ამ დღეებში საკრებულოს სხდომაა ჩანიშნული, სადაც გადაწყვეტილების გაუქმების ნაცვლად რეგულაციის დაწესების საკითხზე იმსჯელებენ.