17, აპრილი 2019 17:05:00
მე- 12 კლასის მოსწავლეებისთვის თავისუფალი დასწრება გაუქმდა. გადაწყვეტილება ზოგადი განათლების შესახებ კანონში ინიცირებულ ცვლილებას უკავშირდება. სიახლის მიხედვით, საჯარო სკოლებში საატესტატო გამოცდები გაუქმდა, შესაბამისად, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის, სასწავლო წელი 20 მაისს დასრულდება. რაც შეეხება ექსტერნის გამოცდებს,რეგისტრაციის ვადა 21-22 მაისია, საგამოცდო პერიოდი კი 23 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით განისაზღვრება. ცნობისთვის, თავისუფალი დასწრების პრაქტიკა 2012-2013 სასწავლო წლიდან მოქმედებდა.