ხუთშაბათი 23, მაისი 2019

ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომა

19, აპრილი 2019 17:08:00

ხელვაჩაურის სოფლებში გზებისა  და წყლის მილების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებისთვის 968 ათასი ლარი დაიხარჯება. თანხა დღეს  საკრებულოს სხდომაზე გამოიყო. დეპუტატებმა მხოლოდ ერთი საკითხი განიხილეს. მანამდე კი განცხადებები გაკეთდა. იურდიული და საპროცედური  კომისიის თავმჯდომარემ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისგან  საჯაროდ ბოდიშის მოხდა მოითხოვა. საქმე რამდენიმე დღის წინ თეიმურაზ დუმბაძის მიერ გაკეთებულ ბრიფინგს ეხება.  ოპოზიციონერმა დეპუტატმა მმართველი გუნდი  ჭამა სმისა და კანტორის ხალხად მოიხსენია. ბრალდების ადრესატი კი თვლის,რომ კრიტიკა დამსახურებული იყო და ბოდიშის მოხდას არ აპირებს.

 


დღის ამბები