27, აპრილი 2019 12:16:00
ქობულეთში, რეგიონული საავადმყოფოს შენობაში ახალშობილის ცხედარი იპოვეს. TV25 -ს შემთხვევის ადგილიდან, თვითმხილველებმა მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ცხედარი საკანალიზაციო მილში იყო გაჭედილი. როგორ აღმოჩნდა ჩვილი საკანალიზაციო მილში? ამ საკითხზე სამედიცინო დაწესებულების პრესცენტრში საუბარი უჭირთ. აცხადებენ, რომ მომხდარის დეტალებს გამოძიება სწავლობს. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116 მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. სამინისტროში ამტკიცებენ, რომ შემთხვევის ადგილზე ემბრიონი აღმოაჩინეს და არა ჩვილის ცხედარი.