02, მაისი 2019 17:08:00
აჭარის განათლების სამინისტრო ხელოვანთა მობილობის საგრანტო კონკურსს აცხადებს. კონკურსის ფარგლებში შესაძლებელია ხელოვანებს დაუფინანსდეს ღონისძიებაზე მონაწილეობის, ტრანსპორტირების ასევე პოლიგრაფიული და სხვა მომსახურების ხარჯები. უწყებაში განცხადების მიღება პირველი მაისიდან 10 მაისის ჩათვლით მიმდინარეობს. განათლების სამინისტრო აჭარაში რეგისტრირებულ ხელოვანთა ჯგუფს ევროკავშირის ქვეყნებში სამი წელია გზავნის. მიმდინარე წლის საკონკურსო ბიუჯეტი ჯამში 100 000 ლარს შეადგენს.