13, იანვარი 2017 11:20:00
2016 წლის არქეოლოგიური აღმოჩენების მცირე გამოფენა მოეწყო დღეს ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში. გასულ წელს, მუზეუმმა 4 წიგნი-კატალოგი გამოსცა და 2 საერთაშორისო ექსპედიციაში მიიღო მონაწილეობა. მუზეუმის ინიციატივით, წელს პირველად ცალკე პროგრამად ამოქმედდა სამუზეუმო საქმიანობის განვითარება, რომლის ფარგლებში, მუზეუმში დაცული ექსპონატების პოპულარიზაციაა დაგეგმილი. შემაჯამებელ შეხვედრას აჭარის განათლების მინისტრი და მინისტრის მოადგილე ესწრებოდნენ.