13, იანვარი 2017 11:16:00
საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა. თათია დოლიძე 28 იანვარს, ნიუ იურკში გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს სხდომაზე მიემგზავრება, სადაც კომენტარის გაკეთების საშუალება სამჯერ მიეცემა, ერთხელ კი 7 წუთიანი გამოსვლის უფლება ექნება. ქვეყნის სახელით, იგი ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე ისაუბრებს, ასევე გაამახვილებს ყურადღებას ეკლესიის როლზე ახალგაზრდების არაფორმალურ განათლებაში. თათია დოლიძე, გაეროში ვიზიტამდე, შეხვედრებს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში მართავს. იგი ახალგაზრდების მოსაზრებებს ეცნობა იმის შესახებ, თუ როგორ წარმოუდგენიათ მათ ეკონომიკური და სოციალური პრობლემების დაძლევა, უმუშევრობის და ხარისხიანი განთლების ხელმისაწვდომობის საკითხების უფრო ეფექტიანად გადაწყვეტა. თათია დოლიძე გაეროში სიტყვით სწორედ ამ მოსაზრებების ანალიზის საფუძველზე წარსდგება.