15, მაისი 2019 17:04:00
ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში აჭარაში მოღვაწე ეთნოლოგებთან შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას პროფესორები, სასულიერო პირები და საზოგადო მოღვაწეები ესწრებოდნენ. საღამოზე წარმოდგენილიო იყო სამხატვრო სკოლისა და სახელოსნო „საჭრეთელის“ მოსწავლეების 30-მდე ნამუშევარი რელიგიურ და კულტურულ თემატიკაზე, შეხვედრას ბათუმის მერიის კულტურის ცენტრთან არსებული ვაჟთა ვოკალური ანსამბლი აფორმებდა.