15, მაისი 2019 18:07:00
მრჩელეთა საბჭოს რიგით მეთორმეტე სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე კომპანია სევერის განცხადება განიხილეს, რომელიც ქუჩებში მაწანწალა ძაღლებს ეხება. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს, რომ ვითარება ადგილზე თავად შეისწავლონ, რის შემდეგაც, შეიმუშავებენ რეკომედაციებს. სხდომაზე იმ პირების საბჭოს წევრობიდან გამოთხოვის საკითხზეც იმსჯელეს, რომლებმაც სხდომები ზედიზედ სამჯერ გააცდინეს. მრჩეველთა საბჭო სულ 12 წევრისგან შედგება.