სამშაბათი 17, სექტემბერი 2019

ცხოვრება ჯანმრთელობის პრობლემებით და პენსიის იმედად

15, მაისი 2019 20:36:00

სოციალურად დაუცველი ოჯახის,  რომლის 2-ვე წევრს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვს. ბარათაშვილები თავს პენსიით ირჩენენ.  დედა-შვილი 400 ლარიანი შემოსავლით ძირითადად სესხებს ფარავს. თავის სარჩენად კი თანხა არ რჩებათ. რატომ უთხრა სახელმწიფომ დახმარებაზე  უარი უკიდურესად გაჭირვებულებს? 

ათეულობით წლების წინ დაგებული იატაკი და  ჟანგმოდებული მაცივარი,  ბარათაშვილების ოჯახში სოციალური დახმარების მოხსნის მიზეზი გახდა.  საოჯახო ტექნიკას ძირითადად  მედიკამენტების შესანახად იყენებენ.

ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა ოჯახში მცხოვრებ 82 წლის პენსიონერსა და 56 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს აქვს. სოციალური დახმარება  მათ სამი წლის წინ მოუხსნეს.

იმისათვის,  რომ საკვები ეყიდა,  რუსუდან ბარათაშვილმა 2 წლის პენსია წინსწრებად გამოიტანა. 

ამბობენ,  რომ მერიის შესაბამისი პროგრამებით სარგებლობენ,  თუმცა ეს საკმარისი არ არის.

ოჯახის ძირითადი შემოსავალი 400 ლარიანი პენსიაა, რომელიც ძირითადად  სესხების დაფარვას ხმარდება. ამას ბინაში არსებული გაუსაძლისი პირობებიც ემატება. 

სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის ფილიალში აცხდებენ, რომ აღნიშნულ ოჯახს დახმარება პროგრამულად გათვლილი ქულების შესაბამისად მოეხსნა. 

ოჯახის ერთადერთი სიმდიდრე წიგნებია. რუსუდან  ბარათაშვილს 47 წლიანი  პედაგოგიური გამოცდილებისთვის არაერთი მადლობა თუ ჯილდო აქვს მიღებული. ამბობს რომ ერთ დროს წარმატებული მასწავლებლის  დღევანდელი ყოფა,  ხელისუფლების მხრიდან არსათანადო ყურადღების შედეგია.

 

 


დღის ამბები