ოთხშაბათი 21, აგვისტო 2019

შეზლონგების განთავსებისთვის მოიჯარეებს გადასახადი გაუძვირდათ

16, მაისი 2019 17:16:00

ქობულეთში, შეზლონგების განთავსებისთვის მოიჯარეებს წელს ნებართვის მიღება 20 პროცენტით გაუძვირდათ.გადაწყვეტილება საკრებლოს დღევანდელ სხდომაზე იქნა მიღებული.  საკითხს საკრებულოს დეპუტატებს შორის  ხმაური მოყვა. ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ირწმუნებიან, რომ უმრავლესობამ  მითითებები აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან მიიღეო.  დღეისათის ქობულეთში, ხუთ სანაპირო ზოლში 174  სექტორია  და მათი საიჯარო ფასები ადგილმდებარეობს მიხედვით განსხვავებულია. სხდომაზე ბიუჯეტის ცვლილებებსაც დაუჭირეს მხარი, რომლის მიხედვით ის 148 ათას 700 ლარით გაიზარდა.

 

ავტორი(ები)

260