16, მაისი 2019 17:09:00
დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 13%-ით გაიზარდა - მონაცემებს აღნიშნული სააგენტო ავრცელებს. მიმდინარე წლის ოთხი თვის მონაცემებით, დამთვალიერებელთა რაოდენობამ 113 251 შეადგინა, სტუმართა 54% ქართველი, ხოლო 46% უცხოელია. საერთაშორისო ვიზიტორებიდან დაცულ ტერიტორიებს ყველაზე მეტადგერმანიიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან, ინდოეთიდან და რუსეთიდან სტუმრობდნენ. ყველაზე მოთხივნადი ადგილი კი თბილისისა და ყაზბეგის ეროვნულ პარკი, პრომეთეს მღვიმე და მარტვილის კანონიონია.