16, მაისი 2019 17:12:00
ზღვის წყლის ხარისხის შესწავლა დაიწყო. აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს სპეციალისტებმა სინჯები საბანაო ზოლში, 8 წერტილში აიღეს, ბოლო კვლების შედეგები კი, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. მონიტორინგი აპრილიდან დაიწყო და ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. ამ პერიოდში 132 სინჯის აღება მოხდება.