17, მაისი 2019 20:32:00
დღეს ფრიდონობაა. ბათუმსა და ქედაში ქართველი პოეტის ფრიდონ ხალვაშის იუბილე აღნიშნეს. საზოგადო მოღვაწეს 94 წელი შეუსრულდებოდა. ფრიდონ ხალვაში 50 წიგნის ავტორი და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურიატია. მის საფლავთან დღეს ახლობლები და მისი ოჯახის წევრები შეიკრიბნენ. იგი ღვთის მშობლის შობის საკათედრო ტაძრის ეზოშია დაკრძალლული.