17, მაისი 2019 20:34:00
სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში. საზღვაო ფლოტის განვითარება და ნაოსნობა საქართველოში, სატრანსპორტო ლოგისტიკის როლი გლობალურ ეკონომიკაში, გარემოს დაბინძურების თავიდან აცილება- თემებზე სტუდენტებმა მოხსენებები წარადგინეს. ღონისძიებაზე 4 სექცია იყო წარდგენილი: მათ შორის საზღვაოსნო მეცნიერებები და ლოგისტიკა, ასევე ბიზნესის ადმინისტრირება. კონფერენციაში მონაწილე 40-მდე სტუდენტს სერთიფიკატები გადაეცა.