19, მაისი 2019 14:05:00
ჭაობი უნდა დამთავრდეს, რომელმაც გაგვიბედა ჩვენ და გვითხრა, რომ ჯალათი არის მსხვერპლი და სიმართლისთვის მებრძოლი არის ავაზაკი - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა მთაწმინდაზე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. გიორგი მარგველაშვილმა ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდა. კითხვაზე, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებს გააყალბებს, მარგველაშვილმა უპასუხა: „მთაწმინდელი ამომრჩეველი არჩევს ტყუილსა და მართალს. არჩევს ჯალათს და სიმართლისთვის მებრძოლს და ამ ჭეშმარიტებას გადაიტანს საარჩევნო ბიულეტენზე“.