19, მაისი 2019 14:46:00
დაბა ქედაში საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე ხანძარი გაჩნდა. ხანძრის შედეგად სურმანიძეების ბინა დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. დაზარალებულ ოჯახს მერია დროებით ქირით გაიყვანს. ამ წუთებში კორპუსში დაკვამლიანებაა და მეხანძრეები მუშაობენ.