19, მაისი 2019 17:57:00
ხულოს 84 საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის 17 საჩივარია შესული. ისინი ძირითადად პროცესუალურ დარღვევებს შეეხება, რომლებიც ოლქის თავმჯდომარის მტკიცებით არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ იქონიებს. საჩივრების ავტორები ,,სამართლიანი არჩევნების" და ,,გაერთიანებული ოპოზიციის" დამკვირვებლები არიან. არჩევნებში მონაწილეობა 11 931 მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც საერთო რაოდენობის 49,46 % ია.