20, მაისი 2019 17:13:00
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 8 მოქმედი და სამი ყოფილი ფეხბურთელი დააკავა. გამოძიება მათ სპორტული შეჯიბრების მონაწილეთა მოსყიდვისა და მეორე და უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელების მიერ მატჩების ჩაწყობას ედავება. მათ შორის კლუბ ,,ვიტ ჯორჯიას“ რამდენიმე ფეხბურთელიც, რომელთა დაკავებაც გუშინ ბათუმის დინამოსთან გამართული მატჩის შემდეგ მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფის წევრები უკავშირდებოდნენ საფეხბურთო კლუბების ფეხბურთელებს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ურიგდებოდნენ მოწინააღმდეგე გუნდთან წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით წაგებაზე. გამოძიება პროფესიული სპორტული შეჯიბრების მოსყიდვის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 203-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.