20, მაისი 2019 17:07:00
საჯარო და კერძო სკოლებში დღეს ბოლო ზარი დაირეკა. სკოლას 4 051-ი მეთორმეტე კლასელი ემშვიდობება. განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით წელს პირველად მოზარდები კატის გამოცდებს არ გაივლიან. ატესტატს მიიღებენ ის მოსწავლეები, რომლებსაც ყველა საგანში დამაკმაყოფილებელი შედეგი აქვთ. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს შესაბამისი ცოდნა არ აქვს, კლასში გადასასვლელი გამოცდების ჩაბარება მოუწევს. აჭარაში სულ 229 საჯარო და 29 კერძო სკოლაა.