22, მაისი 2019 17:09:00
20 მაისს დაკჯავებული 11 ფეხბურთელიდან, ოთხს პატიმრობა შეეფარდა. დანარჩენებს კი გირაოს სახით 10 ათასი ლარის გადახდა დაეკისრათ. საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის საქმეზე ბრალდებულების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელები 20 მაისს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა აიყვანეს. გამოძიება მათ საფეხბურთო გარიგებებს ედავება.