ორშაბათი 24, ივნისი 2019

ბათუმის მერია ,,დინამოს“ ასხვისებს

22, მაისი 2019 17:08:00

ბათუმის მერია ,,დინამოს“ ასხვისებს. უწყებას, აჭარის მთავრობამ კლუბის 100 პროცენტიანი წილის სამართავადა გადაცემის თხოვნით უკვე მიმართა. განმარტებითი ბარათის მიხედვით, მთავრობა კლუბს შპს ,,ლამინი ჯის“  49 წლის ვადით გადასცემს. სანაცვლოდ კი კომპანიამ წილის მართვისთვის ბიუჯეტში 100 00 ლარი უნდა შეიტანოს და სამ თვეში განვითარების გეგმა უნდა წარადგინოს. ეს კი  ბავშვთა საფეხბურთო აკადემიას მოიცავს, რაც მათთვის თეორიული მეცადინეობისთვის საჭირო ფართობი და ტექნიკური აღჭურვილობას ,მწვრთნელებისთვის საჭირო საცხოვრებელი და სამუშაო ფართობების, კვებისა და სამედიცინო მომსახურების ბლოკის, სარეაბილიტაციო ცენტრის, საკონფერენციო და სავარჯიშო დარბაზების მოწყობას გულისხმობს. საკითხზე საკრებულოს დეპუატეტბმა 24 მაისს ჩანიშნულ სხდომაზე უნდა ისმჯელონ.

ავტორი(ები)

185

დღის ამბები