22, მაისი 2019 21:02:00
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს შეთავაზება პედაგოგებს. ბატიაშვილის უწყება მასწავლებლებს სამსახურიდან წასვლის ახალ მექანიზმს სთავაზობს. ამ გეგმის მიხედვით მათ საშუალება აქვთ აირჩიონ- აიღებენ ჯილდოს და დატოვენ სამსახურს თუ ჩააბარებენ გამოცდებს და განაგრძობენ მუშაობას. პენსიონერ პედაგოგებს ახლა ფიქრისთვის 10 დღიანი ვადა აქვთ. გამოიწვევს თუ არა ინიციატივა კადრების კრიზისს იმ შემთხვევაში თუ უმრავლესობა ჯილდოს აღებას არჩევს?
მედეა კეშელავა, 83 წლისაა. 61 წელია, მომავალ თაობას ისტორიას ასწავლის. საქრთველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს ინიციატივას დადებითად აფასებს. ამბობს, რომ თავისი არსებობის, თითქმის ერთი საუკუნის მანძილძე, მასწავლებლის პოფესია, ასე ღირსეულად არასდროს დაფასებულა. გადაწყვეტილება ჯილდოს აღების თაობაზე უკვე მიიღო.
ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში 20 პრაქტიკოსი პედაგოგია. ა რუსუდან ბერსენაძე ერთ ერთი მათგანია. 35 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, თვლის, რომ სამოღვაწეო ასპარეზი ახალგაზრდებს უნდა დაუთმოს. სამომავლო გეგმებზე ჯერ არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ სადაც არ უნდა იყოს, მუდამ მოსწავლეებთან ახლოს იქნება.
სამინისტროს მიერ, პედაგოგებისთვის შეთავაზებული ალტერნატივა, მოსწონს მეორე საჯარო სკოლის დირექტორს. მარიზა აბაშიძის თქმით, სკოლაში საპენსიო ასაკის მქონე 24 პედაგოგიდან ჯილდოს მიღება 13-მა გადაწყვიტა, ნაწილი კი დღემდე ნაწილი ფიქრობს
მიხეილ ბატიაშვილის უწყება საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის შეთავაზებული მექანიზმის შემუშავებას, ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფით ხსნის. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ირწმუნება, რომ სიახლე სკოლებში პედაგოგების დეფიციტს არ შექმნის და მოსწავლეები არ დაზარალდებიან.
საქართველოს მასშტაბით, საპენსიო ასაკის 12 ათასი პრაქტიკოსი პედაგოგია. ინიციატივის განხორციელება სახელმწიფოს დაახლოებით 100 მილიონი ლარი დაუჯდება.