სამშაბათი 17, სექტემბერი 2019

სკოლა ხელვაჩაურში, სადაც მხოლოდ ერთი პირველკლასელია

23, მაისი 2019 21:03:00

სკოლა  რამდენიმე   მოსწავლით.  ხელვაჩაურში, სოფელ კაპნისთავში დაწყებით საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი თითქმის ცარიელ კლასებში მიმდინარეობს.  გაკვეთილებს  2 ჯგუფში  3 მოსწავლე ესწრება.  

სოფელ კაპნისთავის დაწყებით სკოლაში ზარი მხოლოდ სამი მოსწავლისთვის ირეკება.  ხელვაჩაურის მუნიციაპლიტეტის ამ დაწყებით საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთი კლასკომპელქტია და მასში პირველი და მესამე კლასია გაერთაინებული.

თათია ბედინაძე ამ სკოლის ერთადერთი პირველკლასელია. მოსწვალე, რომელსაც კლასელები არ ჰყავს, შესვენებაზე, სხვა ჯგუფის ბავშებთან ერთად თამაშობს. 

იმისათვის, რომ მომავალ თაობას განათლება მისცეს, დაწყებითი კლასის ერთადერთი პედაგოგი, უკვე 20 წელზე მეტია, რაც  ყოველდღიურად რამდენიმე კილომეტრს ფეხით გადის. მასწავლებელი მცირე კონტიგენტიანი სკოლის დადებით და უარყოფით მხარეებზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს არ არის პირველი შეთხვევა, როცა კლასში ერთი პირველკლასელი ირიცხება .

თავდაპირველად შენობა ორსართულიანი იყო, 2012 წელს სკოლას რეაბილიტაციის შემდეგ კი ერთი სართულის დემონტაჟი მოხდა. სოფელი კაპნისთავის დაწყებითი საგანმანათლებლო დაწესებულება ზღვის დონიდან,  დაახლოებით 360 მ სიმაღლის მოშორებით მდებარეობს. 

წინა  სასწავლო წელს, სოფელ კაპნისთავის დაწყებით სკოლაში არც ერთი პირველკლასელი არ ირიცხებოდა, 2019 -2020 სასწავლო წლებში კი  საგანმანათლებლო დაწესებულებას სავარუდოდ, დამატებით, სამი მოსწავლე ეყოლება. 


დღის ამბები