23, მარტი 2017 20:31:00
„ჩემი მომავალი სასწავლებელი“ - ასე ქვია გამოცემას, რომელიც აბიტურიენტებისთვის შეიქმნა. სახელმძღვანელო მომავალ სტუდენტებს, იმ უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების ჩამონათვალს და პროგრამებს აცნობს, რომელიც ქვეყანაში მოქმედებს და ხორციელდება. ერთგვარი გზამკვლევი არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო დემოკრატიული განვითარების ცენტრმა“ გამოსცა. პრეზენტაცია ბათუმელი აბიტურიენტებისთვის დღეს გაიმართა.