23, მარტი 2017 20:41:00
„ ნაციონალური მოძრაობა“ მთავარი პროკურატურისგან სუსსა და შსს ს შორის არსებული დაპირისპირებით დაინტერესებას ითხოვს. საქმე გუშინ საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მხრიდან ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაკეთებულ განცხადებას ეხება. გია ხალვაშმა განაცხადა, რომ მოწმემ ჩვენების მიცემა სუსის თანამშრომლის ჩარევის გამო გადაიფიქრა. პარტიის ინფორმაციით, შსს მ აღნიშნულ ფაქტზე მოკვლევა უკვე დაიწყო. თუმცა ვინაიდან აღნიშნული სამინისტრო დაინტერესებულ მხარეს წარმოადგენს, პარტიის წევრის მირდატ ქამადაძის აზრით, საქმეზე მოკვლევა პროკურატურამ უნდა აწარმოოს. მირდატ ქამადაძე ასევე მიიჩნევს, რომ საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე აღნიშნული ფაქტის გამოსაკვლევად საქართველოს პარლამენტში სპეციალური კომისიის შექმნაა საჭირო.