30, მაისი 2019 09:27:00
მეთუნეობა, იგივე გამომწვარი თიხისგან საგნების დამზადების კულტურა საქართველოში თავსნეოლითის ხანიდან იღებს. ყველაზე ძველი თიხის ნაწარმი ძველი წელთაღრიცხვის მეხუთე ათასწლეულით თარიღდება. თბილისში აღმოჩენილი კერამიკა ფორმების, ტექნოლოგიისა და ორნამენტის მხრივ 3 ჯგუფად იყოფა:
1. სადა (ხელადები, ქილები); 2. ანგობიანი (წერანქრით დაფარული დოქები, დერგები); 3.მოჭიქული.
ამ უკანასკნელთა შესამკობად გამოყენებულია: 1. ზედაპირზე თეთრი ანგობის გადავლება და ზემოდან ყვითელი ფერის საღებავით ორნამენტის დადება. 2. ზედაპირის ან შიდაპირის დაფარვა თეთრი ანგობით. 3. ზედაპირის მოხატვა თეთრი ანგობის ზოლებით და შემდეგ ფერადი, უმთავრესად მწვანე ან ცისფერი ჭიქურის გადავლება. 4. თეთრი ანგობით მოხატული ჭურჭლის ზედაპირზე ორნამენტის მოხატვა სგრაფიტოს წესით და შემდეგ ფერადი ჭიქურის გადავლება. 5. თეთრი ანგობით დაფარულ ზედაპირზე ორნამენტის მოხატვა სგრაფიტოს ხერხით და შეღებვა ყვითელი, მწვანე და სოსანისფერი საღებავით. 6. შესამკობად ერთდროულად რამდენიმე ხერხის გამოყენება.
საქართველოში ამ პერიოდში საღებავად გამოიყენებოდა 3 ძირითადი შემღებავი ნივთიერება - რკინის, სპილენძისა და მარგანეცის ჟანგები. ჭურჭლის ფორმის, დანიშნულებისა და სიდიდის გათვალისწინებით ოსტატი შემკულობის სხვადასხვა ხერხს იყენებდა. ამ მონაცემებს ის მკაცრად უფარდებდა შემკულობის სხვადასხვაგვარ მოტივებსაც.
თანამედროვე საქართველოში თიხის ნაწარმის რეალიზაციით განთქმულია სოფელი შროშა.შროშელ მეთუნუქეებს ყველაფერი თიხის ნაწარმად აქციოს, ისინი ამ საქმეში კარგად არიან დახელოვნებული. მათი ნაწარმის შესაძენად და სურათების გადასაღებად შროშაში ტურისტები და ადგილობრივები ხშირად ჩერდებიან.