23, მარტი 2017 20:37:00
უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაეებისათვის მთავრობა კონტროლის ახალ მექანიზმს აწესებს. სასაზღვრო კონტროლის სისტემაში სპეციალური ცვლილებების შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დამრღვევი მოქალაქეების რეადმისიას სახელმწიფო დააფინანსებს, თუმცა პრემიერის თქმით, შემდგომში ეს ხარჯი თავად ვადის დამრღვევებს დაეკისრებათ. კონკრეტულად, კი როდესაც ადამიანი ევროპის მიმართულებით გაემგზავრება, უვიზო მიმოსვლის პროცედურებით გათვალისწინებული სამი თვის გასვლის შემდეგ, პროგრამის სპეციალური მექანიზმი ჩაირთვება და იუსტიციისა და შს სამინისტროების ინფორმირება მოხდება, რომ ესა თუ ის პიროვნება განსაზღვრულ ვადაში ქვეყანაში არ დაბრუნდა. საქართველოს ცირკულარით გაიგზავნება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში აღნიშნული ინფორმაცია და ქართული მხრიდან პროაქტიურად დაიწყება ამ ადამიანის მოძიება.