24, მარტი 2017 20:35:00
საჯარო სამსახურიდან გაშვებული თანამშრომლის კიდევ ერთი სარჩელი, რომელიც სასამართლომ დააკმაყოფილა. როლანდ დოლაბერიძემ, რომელიც აჭარის განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობდა, მინისტრის გადაწყვეტილება მისი სამსახურიდან გაშვების თაობაზე სასამართლოში გაასაჩივრა, ვინაიდან მიიჩნია რომ ის უსაფუძვლოდ დაითხოვეს. დღეს მოსამართლემ სამინისტროს როლანდ დოლაბერიძის სამსახურში აღდგენა და ნაცდური ხელფასის ანაზღაურებაც დაავალა.