07, ივნისი 2019 18:02:00
,,ცხოვრება გაფანტულ სკლეროზთან ერთად,“- ამ სახელწოდებით, გოგა ჩანადარის ფოტოგამოფენა მოეწყო. ნამუშევრებით ავტორმა პაციენტების შეგრძნებები გადმოსცა. ღონისძიებას ექიმები, პაციენტები, ჯანდაცვის სამიინსტროს წარმომადმგენლები და პაციენტები დაესწრნენ. ისაუბრეს დაავადებასთან დაკავშირებით რეგიონში მიმდინარე მდგომარეობაზე, პრობლემებსა და გამოწვევებზე. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო, წელს გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებს ძვირადღირებულ მედიკამენტებს 25 ათასი ლარით უფინასებს. პროგრამით ამ ეტაპზე 10 ბენეფიციარი სარგებლობს.